loader

ტრაგედიამდე რამდენიმე წამით ადრე - მანქანის რეგისტრატორმა დნიპროში საცხოვრებელი კორპუსის აფეთქება გადაიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტრაგედიამდე რამდენიმე წამით ადრე - მანქანის რეგისტრატორმა დნიპროში საცხოვრებელი კორპუსის აფეთქება გადაიღო

ტრაგედიამდე რამდენიმე წამით ადრე - მანქანის რეგისტრატორმა დნიპროში საცხოვრებელი კორპუსის აფეთქება გადაიღო.

უკრაინის ქალაქ დნიპროში რუსული ძალების მიერ 14 იანვარს განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 40-მდე გაიზარდა. ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციასა და უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 16 იანვრის ადგილობრივი დროით 13:00 საათის მონაცემებით, მაშველებმა 39 ადამიანი გადაარჩინეს, დაიღუპა 40 ადამიანი, მათ შორის, 3 ბავშვი და დაშავდა 75 ადამიანი, მათ შორის, 14 ბავშვი.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა დნიპროში, მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო თავდასხმა 14 იანვარს განახორციელეს.