"ჩემი მშვენიერი პარტნიორი წავიდა" - "ლარისა ივანოვნა" "მიმინოს" ემშვიდობება
„ვახტანგ კიკაბიძე მომღერალი და შესანიშნავი მსახიობი იყო, რომელთანაც ადვილი იყო მუშაობა“, - ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ მსახიობმა ელენა პროკლოვამ განუცხადა, რომელიც ვახტანგ კიკაბიძესთან ერთად, ფილმ "მიმინოში" ლარისა ივანოვნას თამაშობდა.
„ჩემთვის არა მხოლოდ მშვენიერი მსახიობი და მომღერალი, პირველ რიგში, ჩემი მშვენიერი პარტნიორი წავიდა, მსახიობი, რომელთანაც ასე ადვილი იყო მუშაობა“, - განაცხადა მსახიობმა.
„ვგლოვობ მის მთელ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად და ვფიქრობ, რომ ის დიდი ხნის განმავლობაში დაიკავებს დიდ ადგილს ხალხის გულებში როგორც მომღერალი, როგორც მშვენიერი მსახიობი და როგორც მშვენიერი ადამიანი", - დასძინა მან.