"გრიპის ვირუსით მიმდინარეობის სიმძიმე გაცილებით უფრო საყურადღებოა, ვიდრე კორონავირუსით გამოწვეული" - ივანე ჩხაიძე
"ძირითადი საფრთხე, სიმძიმის თვალსაზრისით, სწორედ გრიპის ვირუსისგან მომდინარეობს. ქვეყანაში ძირითადად A ტიპის გრიპის ვირუსი ცირკულირებს. ნაწილი 2009 წლის პანდემიური H1N1 ტიპის ვირუსით არის გამოწვეული, ნაწილი კი 1968 წლის პანდემიური H3N2 ტიპის ვირუსით. გრიპის ვირუსით მიმდინარეობის სიმძიმე გაცილებით უფრო საყურადღებოა, ვიდრე კორონავირუსით გამოწვეული. მაღალი ტემპერატურა, ძლიერი საერთო სისუსტე, თავის, კუნთების სახსრების ტკივილი, ხველა, ფილტვების ანთების განვითარების მაღალი რისკი – ეს ყველაფერი გრიპს ახასიათებს. ამიტომ, ჰოსპიტალიზაციის ძირითადი მაჩვენებელი სწორედ გრიპზე მოდის და არა კორონავირუსზე" - ამის შესახებ „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ს პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „ომიკრონის“ ახალ სუბვარიანტზე საუბრისას მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში განაცხადა.