"ეს ბევრმა არ იცის..." - რა ვიდეო ვრცელდება სოციალურ ქსელში
ანალიტიკოსი ზურა ბატიაშვილი მსახიობსა და მომღერალ ბუბა კიკაბიძეზე სოციალურ ქსელში წერს და მის მიერ თურქულად შესრულებულ სიმღერას აზიარებს.
"ბევრმა არ იცის, რომ ბუბა თურქულადაც მღეროდა და თან, როგორც უნიჭიერესი ადამიანი, უაქცენტოდ აკეთებდა ამას. ეს მის მიერ შესრულებული კლასიკად ქცეული ცნობილი თურქული დარდიმანდული სიმღერა her akşam votka rakı şarap-ია ("ყოველ საღამოს არაყი, რახი, ღვინო")"