"60 000 დოლარი დავკარგეთ, საშინელ დღეში ვართ" - რა ხდება ამ წუთებში თბილისის მერიასთან
ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის მიერ დაზარალებულები მერიასთან აქციას მართავენ. სამშენებლო კომპანია "ათორიში" 300-მდე ოჯახმა ბინა შეიძინა, თუმცა საკუთრება ამ დრომდე არ მიუღიათ. მშენებლობა 2017 წელს დაიწყო, 2020 წელს კი კომპანიის ხელმძღვანელი პასუხისგებაში მისცეს.