13 850 მიწის ნაკვეთი და 15 164 შენობა-ნაგებობა - კიდევ რა შეიძინეს რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში ბოლო 8 თვეში?
2022 წლის 1-ელი იანვრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით, 15 164 შენობა-ნაგებობაზე რუსეთის ფედერაციის 12 335 მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა, საიდანაც 13 262 საცხოვრებელ ბინას წარმოადგენს. ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსის“ მიერ იუსტიციის სამინისტროდან გამოთხოვილ შესაბამის საჯარო ინფორმაციაშია აღნიშნული, ამავე პერიოდში საქართველოში 13 850 მიწის ნაკვეთზე რუსეთის ფედერაციის 10 975 მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა.
გარდა ამისა, უწყების ინფორმაციით, ამავე პერიოდში, 4 390 უძრავ ნივთზე რუსეთის ფედერაციის 3 771 მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა. ამასთან, 93 კომერციულ ფართზე რეგისტრირებულია რუსეთის ფედერაციის 73 მოქალაქის საკუთრების უფლება. ვრცლად იხილეთ interpressnews.ge