ნანი ბრეგვაძე ვახტანგ კიკაბიძეს ემშვიდობება - რას წერს ქართული სცენის ლეგენდა?
84 წლის ასაკში კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი, სიმღერების ავტორი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე გარდაიცვალა. მას საზოგადოება, ცნობილი ადამიანები, ემშვიდობებიან
ლეგენდას ემშვიდობება ქართველი ვარსკვლავი, ნანი ბრეგვაძეც. ქართული სცენის ორ ვარსკვლავს - ნანი ბრეგვაძესა და ბუბა კიკაბიძეს განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებდათ.
ქალბატონი ნანი ვახტანგ კიკაბიძესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს: "მშვიდად განისვენე", - წერს მომღერალი.