loader

"გულ­წრფე­ლად უჭერ­და მხარს მი­შას - უკ­რა­ი­ნე­ლებს ის უყყ­ვარ­დათ და პა­ტივს სცემ­დნენ" - რას წერს ლიზა იასკო ვახტანგ კიკაბიძეზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გულ­წრფე­ლად უჭერ­და მხარს მი­შას - უკ­რა­ი­ნე­ლებს ის უყყ­ვარ­დათ და პა­ტივს სცემ­დნენ" - რას წერს ლიზა იასკო ვახტანგ კიკაბიძეზე

მსა­ხი­ო­ბი­სა და მომ­ღერ­ლის ვახ­ტანგ (ბუბა) კი­კა­ბი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი ქალი, უკ­რა­ი­ნე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი ლიზა იას­კო ეხ­მი­ა­ნე­ბა. ის კი­კა­ბი­ძეს­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს და წერს:

“ის წა­ვი­და... ვახ­ტანგ კი­კა­ბი­ძე. ძა­ლი­ან კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც გულ­წრფე­ლად უჭერ­და მხარს მი­შას. უდი­დე­სი და­ნა­კარ­გია. ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ. ეს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის დიდი და­ნა­კარ­გია.

ის ამ­ბობ­და, რომ ოკუ­პა­ცია არის ოკუ­პა­ცია, რომ აგ­რე­სორს აგ­რე­სორს უწო­დებ­და. ძა­ლი­ან მხი­ა­რუ­ლი და გულ­წრფე­ლი იყო. სა­ო­ცა­რი გზა გან­ვლო.

ყო­ველ­თვის სი­მარ­თლეს ამ­ბობ­და. მი­შას გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად ღიად სთხოვ­და დახ­მა­რე­ბას მსოფ­ლი­ო­სა და უკ­რა­ი­ნას. უკ­რა­ი­ნის 30-წლი­ა­ნი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ის ჩვენ­თან, უკ­რა­ი­ნე­ლებ­თან ერ­თად იყო. უკ­რა­ი­ნე­ლებს ის უყყ­ვარ­დათ და პა­ტივს სცემ­დნენ", - წერს ლიზა იას­კო.