"პუტინს ყველაზე თამამად და ყველაზე ხმამაღლა უთხრა რომ სამშობლო არ იყიდება, არ ხურდავდება არც ტაშზე და არც ფულზე" - რას წერს ნიკა მელია ვახტანგ კიკაბიძეზე?
ნიკა მელია ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სოციალურ ქსელში წერს:
"საქართველო ემშვიდობება ბუბა კიკაბიძეს - აღიარებულ კინოვარსკვლავს, დაუვიწყარ მომღერალსა და უბრალოდ, ამ ქვეყნის ღირსეულ მოქალაქეს!რამდენიმე მილიონიან ქვეყანაში დაბადებული კაცი იქცა ასობით მილიონიანი აუდიტორიის კერპად, მას იცნობდნენ, აღიარებდნენ, უყვარდათ...ბუბა სარგებლობდა აბსოლუტური ცნობადობითა და საყოველთაო პოპულარობით ჯერ მთელ საბჭოთა კავშირში, შემდეგ კი მთელ პოსტსაბჭოთა საივრცეში, მაგრამ მიუხედავად ამისა, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, უარი თქვა მრავალმილიონიან აუდიტორიაზე და პუტინს ყველაზე თამამად და ყველაზე ხმამაღლა უთხრა რომ სამშობლო არ იყიდება, არ ხურდავდება არც ტაშზე და არც ფულზე. R.I.P." - წერს ნიკა მელია.