"სასიამოვნოდ გაოცებული ვარ" - სოფი ლორენის ქართველი სარძლო საზოგადოებას მიმართავს
მარიამ შარმანაშვილი საზოგადოებამ რამდენიმე დღის წინ გაიცნო, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ფიტნეს ინსტრუქტორზე ლეგენდარული მსახიობის, სოფი ლორენის ვაჟი, კარლო პონტი ჯუნიორი იყო შეყვარებული.
წყვილის სიყვარულის ამბის შესახებ მედიაში ბევრი დაიწერა.
მარიამი სოციალურ ქსელში წერს, რომ სასიამოვნოდ გაოცებულია, რადგან ძირითადად პოზიტიური მესიჯები მიიღო.
„მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას ასეთი პოზიტიური მესიჯებისთვის და გამოხმაურებისთვის, სასიამოვნოდ გაოცებული ვარ, მიყვარხართ...“ - წერს მარიამი.