ვაზისუბანში ტრაგიკულად დაღუპული ცოლ-ქმრის ვინაობა ცნობილია - "ბავშვი მეზობელთან ყოფილა... 4 წლის ბავშვი დარჩათ..."
ვაზისუბანში დღეს ლიფტის შახტაში 35 წლამდე ასაკის ცოლ-ქმარი არმენ სარქისოვი და არმინე ვოსკანიანი დაიღუპა. მათ 4 წლის ბავშვი დარჩათ...
უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ლიფტი გამოიძახეს, თუმცა, კარი ისე გაიხსნა, რომ ლიფტის კაბინა იმ სართულზე არ იყო. მამაკაცი შახტაში ჩავარდა, მის დახმარებას მეუღლე ცდილობდა, რა დროსაც ლიფტი დაიძრა და ორივე გარდაიცვალა.
ვიდეო: "მთავარი არხი"