loader

"ვერ მოვითმინე და ვუთხარი, რომ სირცხვილია... ვიღაც ქართველი დამეწია და ძალადობა დაიწყო" - რას ამბობს გიორგი კანდელაკი რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვერ მოვითმინე და ვუთხარი, რომ სირცხვილია... ვიღაც ქართველი დამეწია და ძალადობა დაიწყო" - რას ამბობს გიორგი კანდელაკი რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტზე

„ევროპული საქართველოს“ წევრზე, გიორგი კანდელაკზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

გიორგი კანდელაკს, გუშინ, „თავისუფლების“ მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული მუსიკის გამორთვის გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც კანდელაკმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რეაგირებისთვის პოლიციას მიმართა.

ვიდეო: "მთავარი არხი"