"კარი ღია ყოფილა და ლიფტი არ ყოფილა იქ... რომ ჩავარდა ერთი, მეორე საშველად მივიდა... ამ დროს დაიძრა ლიფტი და ორივე მოიყოლა" - ახალი დეტალები ვაზისუბანში მომხდარ ტრაგედიაზე
ვაზისუბანში, ორი ადამიანი, ქალი და მამაკაცი, ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად გარდაიცვალა.
"კარი ღია ყოფილა და ლიფტი არ ყოფილა იქ, რომ ჩავარდა ერთი, მეორე საშველად მივიდა. ამ დროს დაიძრა ლიფტი და ორივე მოიყოლა. ძველი ლიფტი იყო, მაგრამ რამდენიმე თვის წინ გაარემონტეს. ტროსებიც გამოცვალეს, თუმცა მაინც მოხდა ეს ტრაგედია" - ჰყვება ადგილობრივი "ტვ პირველთან" საუბარში.