loader

ტრაგედია ვაზისუბანში - 40 წლამდე ასაკის ცოლ-ქმარი ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტრაგედია ვაზისუბანში - 40 წლამდე ასაკის ცოლ-ქმარი ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად გარდაიცვალა

ვაზისუბანში, ორი ადამიანი, ქალი და მამაკაცი, ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევა დღეს მოხდა.

ადგილზე მისულმა მაშველებმა ლიფტის შახტიდან გარდაცვლილთა ცხედრები ამოიყვანეს.

„მაშველები უმოკლეს დროში გამოცხადდნენ ადგილზე და ორი ცხედარი ამოიყვანეს ლიფტის შახტიდან“, - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 40 წლამდე ასაკის ცოლ-ქმარია. უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ლიფტი გამოიძახეს, თუმცა, კარი ისე გაიხსნა, რომ ლიფტის კაბინა იმ სართულზე არ იყო. მამაკაცი შახტაში ჩავარდა, მის დახმარებას მეუღლე ცდილობდა, რა დროსაც ლიფტი დაიძრა და ორივე გარდაიცვალა.