loader

ემოციური კადრები - რა ხდებოდა სტადიონზე მას შემდეგ, რაც ხვიჩა კვარაცხელიამ "იუვენტუსს" გოლი გაუტანა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ემოციური კადრები - რა ხდებოდა სტადიონზე მას შემდეგ, რაც ხვიჩა კვარაცხელიამ "იუვენტუსს" გოლი გაუტანა

რა ხდებოდა სტადიონზე მას შემდეგ, რაც ხვიჩა კვარაცხელიამ "იუვენტუსს" გოლი გაუტანა - კადრებს რუსკა მაყაშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს.

სერია A-ს მე-18 ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „იუვენტუსი“ 5:1 დაამარცხა.

დიდებულ მატჩში „ნაპოლის“ გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე დიდებულად გაისარჯა - სპალეტის გუნდმა „იუვეს“, რომელსაც ჩემპიონატზე ბოლო რვა მატჩი გოლგაუშვებლად ჰქონდა მოგებული, ხუთი გოლი გაუტანა.

მასპინძლები თვიდანვე დაეუფლენ უპირატესობას, საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი კვარაცხელიამ აკრობატულ ნახტომში დაარტყა, მეკარემ გაჭირვებით მოიგერია, დამატებაზე კი ოსიმენმა ყველას დაასწრო და ნეაპოლელები დააწინაურა. საპასუხო შეტევისას დი მარიამ ბურთი ძელს გაარტყა. ტემპი მაღალი იყო, თამაში სასიამოვნო საყურებელი, დაძაბული და 39-ე წუთზე ხვიჩამ ოსიმენის პასით შესნის კარი დალაშქრა და პირთამდე სავსე სტადიონი აღფრთოვანებაში მოიყვანა. 42-ე წუთზე დი მარიამ მაინც შეამცირა ანგარიში და პირველი ტაიმი 2:1 დასრულდა.

შესვენების შემდეგ შეხვედრა კიდევ უფრო თვალსასეირო გახდა, ხვიჩას ჩაწოდებული კუთხურის მერე რაჰმანიმ გაიტანა. 65-ე წუთზე ქართველმა ოსიმენს ფილიგრანული პასი გაუკეთა და მან დუბლი შეასრულა. სპალეტის შეგირდებმა მეტოქის კარზე იერიშების მიტანა არ შეაჩერეს და ელმასმა რიკოშეტით ანგარიში 5:1 გახადა. "კვარა" 88-ე წუთზე შეცვალეს, ტიფოზები ფეხზე წამოუდგნენ და აპლოდისმენტები მიუძღვნეს, ხოლო სპალეტიმ წარმატებული მატჩი გულთბილად მიულოცა.

„ნაპოლი“ 47 ქულით ლიდერია და „იუვე“ 10 ქულით ჩამოიტოვა. ნეაპოლური გუნდი შემდეგ მატჩს სახლში თასზე 18 იანვარს „კრემონეზესთან“ ჩაატარებს, ხოლო 21 იანვარს ჩემპიონატზე გასვლაზე „სალერნიტანას“ დაუპირისპირდება.