"ბებო ქუჩაში არასოდეს აღარ დაიძინებს... 70 წლის ასაკში იგრძნო მთელი ქვეყნის მხარდაჭერა... არც სჯერა, სულ ტირის და გვაბღავლებს ჩვენც" - აკა სინჯიკაშვილი სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს
სამოქალაქო აქტივისტი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, უსახლკარო ბებო, რომელიც ღამეებს ქუჩაში ათენებდა, ამიერიდან სახლი ექნება.
"ახალი წლის ღამეს ყველაზე უფრო დიდი სასწაულები ხდება... არც მჯერა... ბებო ქუჩაში არასოდეს აღარ დაიძინებს... მთელი სიცოცხლე ექნება თბილი სახლი, საჭმელი, ტანსაცმელი.
იმკურნალებს კლინიკაში და ჯანმრთელი იქნება. 70 წლის ასაკში იგრძნო მთელი ქვეყნის ადამიანების მხარდაჭერა და კეთილი სურვილები. არც სჯერა ჯერ, სულ ტირის და გვაბღავლებს ჩვენც...
კეთილი ამბები ყოველთვის ბედნიერად მთავრდება.... აღარ იდარდოთ, ბებო სახლში დაფუსფუსებს.
როგორ მიყვარხართ ვერც ვწერ. დიდი მადლობა ადამიანებო, ძალიან დიდი მადლობა. თქვენ სიცოცხლე გადაარჩინეთ. გულით ინატრეთ ამ ჯადოსნურ ღამეს და ყველაფერი აგიხდებათ" - წერს სინჯიკაშვილი.