ვინ იყო ახალგაზრდა, რომელიც ლანჩხუთში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა
ძლიერ ქარს ლანჩხუთში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი მუხრან ბერიძეა. მას მეუღლე და მცირეწლოვანი შვილები დარჩა.
როგორც “ინტერპრესნიუსს" ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა განუცხადა, შემთხვევა სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე მოხდა.
მისივე ინფორმაციით, ქარმა ხე მოგლიჯა და მიმავალ ავტომობილს დაეცა, რის შედეგად მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
"ლანჩხუთში კვლავ ძლიერი ქარია. გვაქვს ძალიან ცუდი შემთხვევა. სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე, კერძოდ, სოფელ ლესაში მოძრავ ავტომანქანას ქარისგან მოგლეჯილი ხე დაეცა. ავტომობილი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით გადაადგილდებოდა. სამწუხაროდ, ახალგაზრდა კაცი ადგილზე გარდაიცვალა”, - აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა.