loader

"ნანუკა ვერც კი წარმოიდგენდა, რომ 5 წლის შემდეგ ამას იტყოდა..." - რას წერს ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნანუკა ვერც კი წარმოიდგენდა, რომ 5 წლის შემდეგ ამას იტყოდა..." - რას წერს ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში?

"37 წლის ასაკში მქონდა ყველაზე დიდი დეპრესია. სრულიად დარწმუნებული ვიყავი, რომ ცხოვრება, როგორც ქალმა, დავასრულე. მახსოვს ჩემი პირველი შეხვედრა ნათია ფანჯიკიძესთან, როგორ ვარწმუნებდი, რომ ხვალინდელი დღე არ არსებობდა.

დღეს ისე მიყვარს ნანუკა, როგორც არასდროს და ისე მომწონს, როგორც არასდროს. ყველაზე მძიმე დღეებიდან 5 წლის შემდეგ მოვახერხე, საკუთარი თავის ყველაზე კარგი ვერსია შემექმნა და როცა ამას ვამბობ, პირველ რიგში, ჩემს შინაგან მდგომარეობას ვგულისხმობ.

ნანუკა 37 წლის ასაკში ვერც კი წარმოიდგენდა, რომ 5 წლის შემდეგ ამას იტყოდა. ამიტომ რაც უნდა სიგიჟედ გეჩვენებოდეთ, იცოდეთ, მთავარი ეტაპი წინ გაქვთ.

რაც უფრო მეტად გგონიათ, რომ ცხოვრება დასრულდა, მით უფრო მეტად უნდა გჯეროდეთ, რომ სინამდვილეში ყველაფერი ახლა იწყება.

გოგოებო, ძალიან ძლიერები ხართ სინამდვილეში. უბრალოდ სხვა სივრცეებში გაფანტული ძალები თქვენთვის უნდა მოიკრიბოთ.

მიყვარხართ, იმიტომ, რომ თქვენი სიყვარულია ჩემი ძალის დამტენი" - ამის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც ამჟამად ტაილანდში სამოგზაუროდ იმყოფება, სოციალურ ქსელში წერს.