ატირებული მგზავრები და გამარჯვების ტაში - სოციალურ ქსელში ემოციური კადრები ვრცელდება
ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, რომელიც ქუთაისის აეროპორტშია გადაღებული.
როგორც მისი პოსტიდან ირკვევა, თვითმფრინავი კატასტროფულ გრიგალში დაჯდა.
„რომი-ქუთაისის თვითმფრინავი ქუთაისში ძლიერი გრიგალის დროს დაეშვა და პილოტების პროფესიონალიზმის ხარჯზე კატასტროფას გადაურჩა. სალონში მყოფი მგზავრებიდან ბევრი ცუდად გახდა. მიწასთან შეხების შემდეგაც კი, თვითმფრინავმა გრიგალის პარალელურად მოახერხა მოძრაობა და გაჩერება." - წერს ჩუბინიძე.