loader

კორონავირუსის მართვის პროტოკოლი განახლდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კორონავირუსის მართვის პროტოკოლი განახლდება

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, კლინიკური ჯგუფი კორონავირუსის მართვის გაიდლაინის განახლებაზე მუშაობს, სადაც ვაქცინაციისადმი ახალ მიდგომებზე იქნება საუბარი.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტა, განახლებულ გაიდლაინში მიმოიხილავენ ახალ შტამებსა და კორონავირუსთან დაკავშირებულ მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებს.

„რაც შეეხება კლინიკურ ჯგუფს, რომელიც ჩართულია კორონავირუსის მართვის ღონისძიებებში, ჩვენ გაიდლაინის განახლებაზე ვმუშაობთ, სადაც აისახება ახალი მსოფლიო ტენდენციები, ახალი შტამები, ვაქცინაციისადმი ახალი მიდგომა და რეკომენდაციები.

რეკომენდაციებს შორის არის ის, რომ პირველივე დღეს იყოს ჩატარებული ტესტირება, განისაზღვროს, ვის სჭირდება ანტივირუსული მკურნალობა და ვის - არა. ეს განახლება თითქმის მზად არის და დიდი ალბათობით, მალე დადასტურდება და აიტვირთება“, - აღნიშნა ცერცვაძემ.