“როგორ ვუმკურნალე აკნეს, რომელიც 3 წლის წინ დამემართა...“ - ანუკი არეშიძე გამომწერებს თავისი კანის მოვლის საიდუმლოს უზიარებს
დიზაინერი ანუკი არეშიძე გამომწერებს აკნესთან ბრძოლის გამოცდილებას უზიარებს.
“ბევრი წერილი მივიღე, თუ როგორ ვუმკურნალე აკნეს, რომელიც 3 წლის წინ, არასწორად ჩატარებული წმენდის შედეგად, უეცრად დამემართა. ამავდროულად დაერთო ჰორმონალური ფონიც. 6 თვის განმავლობაში უამრავი ხერხი ვცადე, რომელიც მრავალმხრივ არის გაზიარებული სოციალურ ქსელში, თუმცა შედეგი არ მქონდა, ყოველდღიურად კი გაუარესება მიდიოდა (ვგულისხმობ ელემენტების მკაფიოდ გამრავლებას).
უკვე ფარ-ხმალ დაყრილი, სრულიად შემთხვევით, ბავშვთან ჩანიშნული ვიზიტით, აღმოვჩნდი კლინიკა “მარჯანში“ ატენზე, სადაც დერმატოლოგის მხრიდან უმალ მოხდა ჩემი მდგომარეობის ძალიან სწორი შეფასება. დავიწყე კომპლექსური მკურნალობა და ზუსტად მკურნალობიდან 2 კვირაში თვალნათლივ დავინახე, რომ აკნე აღარ მრავლდებოდა. დაიწყო დარჩენილი ელემენტების ალაგება...
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო თეონა შულაიას და მის საოცარ გუნდს.
სწორი მკურნალობით აუცილებლად მოხდება კანის პირვანდელი სახის დაბრუნება! არ დანებდეთ! აკნე განაჩენი არ არის!“ - წერს ანუკი არეშიძე.