loader

კადრები სენაკიდან, სადაც "მარშრუტკას" ხე დაეცა, შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები სენაკიდან, სადაც "მარშრუტკას" ხე დაეცა, შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

სენაკში, რუსთაველის ქუჩაზე, ძლიერი ქარის გამო ხე წაიქცა და სამარშრუტო მიკროავტობუსს დაეცა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა 2 დაზარალებული, რომლებსაც გულმკერდის ტრავმები აღენიშნებათ, კლინიკა ,,არქიმედეში“ გადაიყვანეს. ერთმა პირმა, რომელსაც მოტეხილობა აღენიშნება, სამედიცინო დაწესებულებას თვითონ მიმართა.

ექიმების ინფორმაციით, დაშავებულებს გამოკვლევები უტარდებათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ავტორი: მაიკო ძაგანია