loader

"ალბათ, ცუდად ჟღერს, რასაც ახლა ვამბობ, მაგრამ...." - გარდაცვლილი 70 ბავშვი, სკანდალი ინდურ ფარმაციაში და წამლების იმპორტი საქართველოში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ალბათ, ცუდად ჟღერს, რასაც ახლა ვამბობ, მაგრამ...." - გარდაცვლილი 70 ბავშვი, სკანდალი ინდურ ფარმაციაში და წამლების იმპორტი საქართველოში

2022 წლის ივლისი-ოქტომბრის შუალედში დასავლეთ აფრიკაში, გამბიაში, 70 ბავშვი დაიღუპა თირკმლის უკმარისობით. დეკემბერში თირკმლის პრობლემებითა და რესპირატორული დაავადებებით 18 ადამიანი გარდაიცვალა უზბეკეთში. ორივე შემთხვევაში, სახელმწიფოების ოფიციალური წარმომადგენლები მიზეზად ინდოეთში დამზადებულ ხველის სამკურნალო სიროფებს ასახელებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული ეკონომიკური გამოცემა The Economist-ი ავრცელებს.

კავშირი ინდურ მედიკამენტებსა და გარდაცვალებებს შორის

უზბეკეთის შემთხვევაში, დამამზადებელ „მარიონ ბიოტექს“ საქმიანობა შეუჩერა „ფარმექსილმა“, მთავრობასთან დაკავშირებულმა ინდურმა სავაჭრო ჯგუფმა, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფარმაცევტული ნაწარმის ექსპორტში. ფირმის ვებსაიტი ამჟამად გათიშულია. რაც შეეხება გამბიაში გამოყენებულ პრეპარატებს, მწარმოებელი „მაიდენ ფარმაა“, რომლის აღმასრულებელმაც ინდურ მედიას განუცხადა, რომ კომპანია შოკირებული და დამწუხრებული იყო გარდაცვალების შემთხვევებით. მოგვიანებით კომპანიამ საკუთარ „ფეისბუქგვერდზე" დაწერა, რომ წამლების ინდურმა სამთავრობო კვლევითმა ლაბორატორიამ სიროფში პრობლემები ვერ აღმოაჩინა, თუმცა ამან გამბიელი პარლამენტარები ვერ დაარწმუნა და გამოძიების დაწყებაც მოითხოვეს. განაგრძეთ კითხვა:

წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"