“ზარალი საკმაოდ დიდია...“ - მესამე დღეა ფოთი ძლიერ ქარს ებრძვის, დაზიანებულია ბინების სახურავები, მოგლეჯილია ხეები, წაიქცა ელექტროგადამცემი ბოძები
ფოთის მუნიციპალიტეტში მესამე დღეა ძლიერი ქარია, რის გამოც სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი იზრდება.
ქარმა საცხოვრებელი სახლების, ერთ-ერთი საჯარო სკოლის, საჯარო დაწესებულებების და მრავალსართულიანი ბინების სახურავები დააზიანა. მოგლეჯილია ხეები, წაქცეული ელექტროგადამცემი ბოძები.
სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთის ძლიერი ქარი დღეს საღამომდე შენარჩუნდება, ხვალ კი შედარებით შენელდება.
ავტორი: მაიკო ძაგანია