loader

"დიდი ხანია ვითმენ, მაგრამ მაინც უნდა დავწერო!" - რას ამბობს გურამ შეროზია ლიზა ქისტაურის შესახებ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დიდი ხანია ვითმენ, მაგრამ მაინც უნდა დავწერო!" - რას ამბობს გურამ შეროზია ლიზა ქისტაურის შესახებ?

"დიდი ხანია ვითმენ, მაგრამ მაინც უნდა დავწერო! დიახ, ლიზამ შეცვალა ეპოქა!" - ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ლიზა ქისტაურის შესახებ წერს.

მისი თქმით, ის იბრძოდა მავნე სტერეოტიპების წინააღმდეგ, როცა ეს საშიში იყო და როცა ყველა მის წინააღმდეგ იყო!

"დიდი ხანია ვითმენ, მაგრამ მაინც უნდა დავწერო! მთელი ამბები იყო ატეხილი კომენტარებში, ratom glovobt lizas roca amdeni adamiani ixupebaa

დიახ, ლიზამ შეცვალა ეპოქა!

- იბრძოდა მავნე სტერეოტიპების წინააღმდეგ, როცა ეს საშიში იყო და როცა ყველა მის წინააღმდეგ იყო!

- ლამის მთელი ცხოვრება ნეგატივის მოგერიებაში გაატარა და მაინც რჩებოდა ადამიანად

- მან და დედამისმა გვაჩვენეს საოცარი ნიმუში დედაშვილობის, როგორ შეიძლება შეინარჩუნო სიყვარული და ვერაფერი ჩაგიდგეს შუაში

- მთელი მისი ცხოვრება ბრძოლა იყო და ბევრი მისი მსგავსი ადამიანის ცხოვრება შეცვალა, სიცოცხლეშიც და ღრუბლებში გაფრენის შემდეგაც

- იყო ნიჭიერი ბლოგერი, პაროდისტი, მღეროდა სასიამოვნოდ და ბევრი კუთხით გვაჩვენა თავისი შესაძლებლობები!

ვიღაცას ეწერა და მთელი გულით დავეთანხმე: მგონია, რომ ღმერთი პირველი მას მიიღებს, ვინც ადამიანებმა არ მიიღეს...

მშვიდად განისვენე და მადლობა იმისთვის, რომ ბევრი სინათლე დატოვე..." - წერს გურამ შეროზია.