ვინ იყო ქალი, რომელიც უმძიმეს ავარიას ემსხვერპლა - ავარიის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება
სიღნაღში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც ოთხი მგზავრი იმყოფებოდა, მოცურდა და სოფელ ნუკრიანის მიმდებარედ ხევში გადავარდა. გარდაიცვალა ნანა შაიშმელაშვილი, რომელიც სიღნაღის მუნიციპალიტეტის შესყიდვების სამსახურის უფროსად მუშაობდა. მძიმედ დაშავდა ამავე სამსახურის კიდევ ერთი თანამშრომელი.