"იურიდიული გორში ნამდვილად არ მაქვს დამთავრებული - რაც შეეხება „ვინმეს“, არ ვიცი, ეს სიტყვა რატომ გამოიყენა სააკაშვილმა, შეიძლება დემენციის ბრალია, კარგად იცის, ვინ ვარ" - გელა ნიკოლაიშვილი მიხეილ სააკაშვილს პასუხობს
სპეციალური პენიტენციური დეპარტამენტის ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომ ვინმე გელა ნიკოლაიშვილი, რომელსაც გორში იურიდიული აქვს დამთავრებული, არ ენდობა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნევროლოგს.