როგორ გამოიყურება ფოთის დაზიანებული მთავარი ნაძვის ხე - კადრები ადგილიდან
ფოთში ძლიერი ქარის შედეგად ქალაქის მთავარი ნაძვის ხე დაზიანდა. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
სტიქიამ ფოთის მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად დააზარალა.
მერიაში შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც ძლიერი ქარის შედეგად მიყენებულ ზარალს დაითვლის.
,,ქალაქში მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, რომლებსაც მერიის შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ. დროებით გადაიხურა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. ასევე, შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც ზარალის ოდენობას დაითვლის“, - აცხადებენ მერიაში.
შეგახსენებთ, ფოთის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლების სახურავები, მანქანები, ელექტროგადამცემი ბოძები და სადენები დააზიანა. მოგლეჯილია ხეები.
მაიკო ძაგანია