აჩიკო მეფარიძე სკანდალში ეხვევა - "თავს დამესხა, მუშტი მომიქნია, სილა გამარტყა"
აჩიკო მეფარიძე ახალ სკანდალში ეხვევა. ირკვევა, რომ ძალადობაში დადანაშაულებული მომღერალი სავარაუდო მსხვერპლის მოსყიდვას ცდილობდა, რომ გამოძიება შეწყვეტილიყო.
ლელა ჯუღელი "პირველებთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ ცნობილი მომღერალი მას შუამავლების საშუალებით ეკონტაქტებოდა და მის მოსყიდვას ცდილობდა. ქალი თანხის რაოდენობას არ ასახელებს.
ჭავჭავაძეზე მომხდარი ძალადობის ეპიზოდზე მსჯელობას სასამართლო ხვალიდან იწყებს. პროცესებს, დიდი ალბათობით, აჩიკო მეფარიძეც დაესწრება.