მოგლეჯილი ხეები და დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სახურავები - რა ხდება ამ წუთებში ფოთში
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები, ელექტროგადამცემი ბოძები და სადენები, მოგლეჯილია ხეები.
როგორც მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ზარალის აღმოფხვრისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით მერიის სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. მობილური ჯგუფები ქალაქის მთელ ტერიტორიაზე საკონტროლო მონიტორინგს ახორციელებენ.
ავტორი: მაიკო ძაგანია