loader

ფოიერვერკები და შუშხუნები ომში - რუსულმა ძალებმა ხარკოვში პიროტექნიკის საწყობი დაბომბეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფოიერვერკები და შუშხუნები ომში - რუსულმა ძალებმა ხარკოვში პიროტექნიკის საწყობი დაბომბეს

რუსულმა ძალებმა ხარკოვში პიროტექნიკის საწყობს დაარტყეს, რის შედეგადაც პიროტექნიკური ნაწარმი აფეთქდა, - ამის შესახებ ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის სპეციალისტები მუშაობენ.

"ოკუპანტები თავს დაესხნენ ხარკოვის კიევის რაიონს. დაფიქსირდა დარტყმა პიროტექნიკის საწყობზე. შეინიშნება პიროტექნიკური ნაწარმის აფეთქება", - განაცხადა სინეგუბოვმა.

მისივე თქმით, წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.