loader

"ჩანაწერი არ გვჭირდებოდა, ისედაც გვაქვს მოსმენილი "ლაივში" მელიას მიერ სააკაშვილის მისამართით გამოთქმული "სიტყვები" - თაკო ჩარკვიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩანაწერი არ გვჭირდებოდა, ისედაც გვაქვს მოსმენილი "ლაივში" მელიას მიერ სააკაშვილის მისამართით გამოთქმული "სიტყვები" - თაკო ჩარკვიანი

"მე და ბევრს ჩანაწერი არ გვჭირდებოდა, ისედაც გვაქვს მოსმენილი "ლაივში" მელიას მიერ სააკაშვილის მისამართით გამოთქმული "სიტყვები", - ამის შესახებ თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.

ცნობისთვის, ვრცელდება აუდიოჩანაწერი, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის. გავრცელებული ჩანაწერების თანახმად, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.

"გავრცელდა ფარული ჩანაწერი ნიკა მელიას საუბრისა, სადაც ის მესამე პრეზიდენტს უდიერად-უწმაწურად მოიხსენიებს. ჟურნალისტებმა მკითხეს აზრი ამის თაობაზე: ზოგადად ვერ ვიტან ჩამწერებს, გამავრცელებლებს და ამიტომაც ჩემს ფბ კედელზე არ დავდე ეს ჩანაწერი.

ჩემს ბავშვობაში "ანონიმსჩიკებს" ეძახდნენ, მთელი არსებით ვებრძვი მათ... არც მის ავთენტურობაზე ვისაუბრებ, თუმცა მე და ბევრს ჩანაწერი არ გვჭირდებოდა, ისედაც გვაქვს მოსმენილი "ლაივში" მელიას მიერ სააკაშვილის მისამართით გამოთქმული "სიტყვები". არც მისი ერთ-ერთი მომხრის პასუხი ტვ ეთერით მომეწონა, "ეს ვანო მერაბიშვილის სტილიაო", რადგან ამ პასუხი-ბრალდებით ზუსტად იგივე გააკეთა, რაც ამ ფარული ჩანაწერის ავტორმა.

ერთი ფაქტია, ნიკანორ მელიას თავმჯდომარეობას უკავშირდება ზოგადად ეს "წუმპე" ურთიერთდაპირისპირება, ტროლ-ბოტები, უმოქმედობა, ოპონენტებთან (პარტიაში) ჩხუბი, დასავლური პარტიის "ნაცმოძრაობის" რეიტინგის კატასტროფული ვარდნა. ეს ფაქტია, ვერავინ ვერსად წაუვა. ფარული ჩაწერები, ჩამწერები, ტიპები საზიზღრობაა რა თქმა უნდა, ოღონდ ამ ჩანაწერის გარეშე, რასაც აფრქვევს ეს თავმჯდომარე და "მოღვაწეობს" მიზანმიმართულად, აი, ამის გამო უნდა წავიდეს ჩემი აზრით თავმჯდომარეობიდან.

თავზე ჩამოგაქციათ-ჩამოგვაქცია პროცესი, რად გინდათ ან ვინმეს რაში სჭირდება ეს "ფარული ტალახი"?! ღია "ტალახს" მიხედეთ "პაივცემულებო". უხვად აფრქვევს დასავლური ვექტორის მსხვილი ოპო პარტიის განადგურების "მოქმედებაში" მოსული უმოქმედო თავმჯდომარე" - წერს ჩარკვიანი.