"ეს ხდება მარჯანიშვილის მეტროსთან, ისე დავეცი, ადამიანს აღარ ვგავარ" - რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში
"მარჯანიშვილის მეტროს წინაა ეს გაჩერება, ავტობუსიდან ჩამოდიხარ და ამ ორმოში აღმოჩნდები. ფრთხილად იყავით! მადლობა თბილისის მერია. ეს ქალაქი ნამდვილად არის "უსაფრთხო" იმდენად, რომ ავტობუსიდან ჩამოსვლისასაც კი შეგიძლია რამე მოიტეხო. ან ეს გათენებამდე ქალაქში განათების გამორთვა რა ჯანდაბაა. ზოგი ადრეც მივდივართ სამსახურში, ბატონო. ისე დავეცი, ადამიანს აღარ ვგავარ" - წერენ სოციალურ ქსელში.