ლევან ხაბეიშვილი გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ეხმაურება, რომელშიც სავარაუდოდ, ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს
ლევან ხაბეიშვილი გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ეხმაურება, რომელშიც სავარაუდოდ, ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.
"ჩემო მეგობრებო, კარგო ადამიანებო, მინდა, ჩემი უმორჩილესი თხოვნა გაგიზიაროთ
ვრცელდება გაურკვეველი წარმომავლობის ჩანაწერი, რომელიც არის რუსული ოცნების ხელწერა და ემსახურება ერთმანეთში დაპირისპირების გაღვივებას, დაყოფას, ცილისწამებასა და ბოღმას. მოგიწოდებთ, არავითარ შემთხვევაში არ გაავრცელოთ ეს ჩანაწერი და მეტიც ... გთხოვთ, უბრალოდ რეაგირების გარეშე დატოვოთ ეს სიბინძურე...
ჩვენ არ გვაინტერესებს მსგავსი ჩანაწერები, ნეგატივი და ცილისწამება... ჩვენ გვაინტერესებს საქმე, ერთობა და რუსი ოლიგარქის დამარცხება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ" - წერს ხაბეიშვილი.
სოციალურ ქსელში ჩანაწერი ვრცელდება, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის. გავრცელებული ჩანაწერების თანახმად, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.