loader

რა თქვა პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულმა დღევანდელ სასამართლოზე? - "გამიხარდებოდა ისეთ ქვეყანაში, ისეთ დროს მეცხოვრა, სადაც სიკვდილით დასჯა იქნებოდა..." - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა თქვა პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულმა დღევანდელ სასამართლოზე? - "გამიხარდებოდა ისეთ ქვეყანაში, ისეთ დროს მეცხოვრა, სადაც სიკვდილით დასჯა იქნებოდა..."

დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსის, ალექსანდრე შეყელაძის მკვლელობის საქმეზე შსს-ს კადრების განკარგულების დეპარტამენტის დაკავებული თანამშრომლის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, მას მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია.

ბრალდებულმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე სიტყვით ისარგებლა.

„წლები და მუხლები ჩემთვის არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ რამე შეღავათი მქონდეს. პირიქით, გამიხარდებოდა ისეთ ქვეყანაში, ისეთ დროს მეცხოვრა, სადაც სიკვდილით დასჯა იქნებოდა, მაგრამ განზრახ ეს დანაშაული არ ჩამიდენია", - განაცხადა მღებრიშვილმა.

მას თბილისის საქალაქო სასამართლომ მეგობრის, დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსის, ალექსანდრე შეყელაძის მკვლელობისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.