ქართველი შეფ-მზარეულის სასტიკი მკვლელობა მოსკოვში - რატომ გაიმეტა სასიკვდილოდ სოსო ბერაია ტაჯიკეთის მოქალაქე ქალმა
მკვლელობა სამზარეულოს დანით - რუსეთში ქართველი შეფ-მზარეული, 51 წლის მამაკაცი დამლაგებელმა ქალმა მოკლა. სასტიკი დანაშაულის კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. სათვალთვალო კამერით გადაღებულ ვიდეოში ჩანს დანის რამდენჯერმე დარტყმის ფაქტი, რის შემდეგაც დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა.
სოსო ბერაია მოსკოვში, ქართულ რესტორანში ბოლო რამდენიმე წელი მუშაობდა. მკვლელი იმავე ობიექტის ახალი თანამშრომელია. გავრცელებული ინფორმაციით, 36 წლის დამნაშავე ქალი ტაჯიკეთის მოქალაქეა და რესტორანში რამდენიმე კვირის წინ დასაქმდა. ვიდეოჩანაწერის მიხედვით, მკვლელობამდე თანამშრომლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მზარეულის და დამლაგებლის გაშველება რესტორნის სხვა თანამშრომლებმა უშედეგოდ სცადეს. ერთ-ერთი ვერსიით, დამლაგებელი ქართველ მზარეულს სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა და კონფლიქტიც ამას მოჰყვა. რამდენიმე წუთში კი დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა. ვრცლად იხილეთ: rustavi2