loader

ხატია დეკანოიძე გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ეხმაურება, რომელშიც სავარაუდოდ, ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხატია დეკანოიძე გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ეხმაურება, რომელშიც სავარაუდოდ, ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს

ჭაობი და ამაზრზენია იმის გავრცელება, რაც ვრცელდება და რასაც სოციალურ ქსელში ვხედავ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე "ფეისბუქზე" წერს.

მისი თქმით, ამაზე დიდი საზიზღრობა არ არსებობს.

"ჩემთვის ეს არის ის, რისთვისაც ვებრძვი ივანიშვილს.

ყველაფერი აზრს კარგავს ამის შემდეგ.

ნამდვილად, სიტყვებიც არ მყოფნის", - წერს დეკანოიძე.

სოციალურ ქსელში ჩანაწერი ვრცელდება, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის. გავრცელებული ჩანაწერების თანახმად, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.