ხატია დეკანოიძე გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ეხმაურება, რომელშიც სავარაუდოდ, ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს
ჭაობი და ამაზრზენია იმის გავრცელება, რაც ვრცელდება და რასაც სოციალურ ქსელში ვხედავ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე "ფეისბუქზე" წერს.
მისი თქმით, ამაზე დიდი საზიზღრობა არ არსებობს.
"ჩემთვის ეს არის ის, რისთვისაც ვებრძვი ივანიშვილს.
ყველაფერი აზრს კარგავს ამის შემდეგ.
ნამდვილად, სიტყვებიც არ მყოფნის", - წერს დეკანოიძე.
სოციალურ ქსელში ჩანაწერი ვრცელდება, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის. გავრცელებული ჩანაწერების თანახმად, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.