გადაცემაში კიტრის გამო კონფლიქტი მოხდა - რა გახდა პარლამენტის წევრის მიერ პოლონელი წამყვანის მაგიდაზე კიტრის დემონსტრაციულად გაჭყლეტის მიზეზი?
რუსული წარმოების კიტრი პოლონეთის ერთ-ერთ გადაცემაში კონფლიქტის მიზეზი გახდა.
გადაცემის წამყვანმა, ჟურნალისტმა მილოშ კლეჩეკამ, ეთერის დასაწყისში განაცხადა, რომ პარლამენტის წევრი, სენატორი იაცეკ ბური, “რუსული კიტრით“ ვაჭრობით საკმაოდ დიდ მოგებას იღებს.
ბური აღნიშნულმა განცხადებამ გააღიზიანა და განაცხადა, რომ თავად წამყვანიც საკმაოდ კარგად გამოიმუშავებს, მისი ფინანსები კი ჟურნალისტის განსახილველი არ არის; დემონსტრაციულად ამოიღო ჯიბიდან კიტრი და წამყვანის მაგიდაზე დაახეთქა.