"ყველა უგულოდ მოწერილ "რაფერ ხარს ? " ვგრძნობ - ყალბი არაფერი მინდა, მითუმეტეს ადამიანები!" - რას წერს გივიკო დიდია?
ბლოგერი გივიკო დიდია სოციალურ ქსელში წერს:
"მარტო მე არ ვიქნები ასე. ყველა უგულოდ მოწერილ "რაფერ ხარს ? " ვგრძნობ ... უფრო მეტიც, სახის მიმიკა და ხმის ტემბრიც კი შემიძლია ზუსტად გამოვიცნო. ყველაფერს ვხვდები! ყველაფერს ვხედავ! ყველაფერს ვაანალიზებ!
სამწუხაროა, ზოგიერთს მაშინ ჭირდები როცა უკვე შენ აღარ გჭირდება ...სადაც გულგრილობაა, იქ მოკითხვასაც არა აქვს აზრი და მით უმეტეს რაცხეის თხოვნას ... არ უნდა გაფუჭდე თლა მასე! საქციელი სიტყვებზე მეტს ამბობს ყოველთვის! ყალბი არაფერი მინდა, მითუმეტეს ადამიანები!
არაფერი გვჭირდება ადამიანებს იმაზე მეტად, ვიდრე: სითბო, სიყვარული, ყურადღება, მზრუნველობა, გულწრფელობა, სიმყუდროვე, გაგება, ერთგულება, პატივისცემა და თანადგომაა ... " მე ასე ვფიქრობ " ... და განა ცოტაა ეს ?! ან განა ბევრია ?! სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია ...როცა პოულობ შენს ადამიანს, პოულობ საკუთარ თავს,ისეთს, როგორსაც ადრე არ იცნობდი ... ადამიანი, ხდება შენი სულის ნაწილი და სხვაგან მოსვენებას ვერ იპოვი ... ვერ იგრძნობ სიმშვიდეს მისგან შორს ... ადამიანი სახლია, ყველაზე მყუდრო სახლი, ყველაზე ნაცრისფერ დღეებში ...ზურგი, რომელსაც ამოეფარები ... მხარი, რომელზეც თავს დადებ, როცა ძალიან დაიღლები ... ბევრი რამის თქმა შეიძლება ...მთავარია, არ დაკარგო ... თორემ აუცილებლად ინანებ და მერე გვიანია! იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ერთადერთები ცხოვრებაში, ორჯერ არ გვხვდებიან !
პ.ს ხოდა მაგფერ ადამიანს სათანადო დაფასება, გულში ჩახუტება და მოფრთხილება სჭირდება!" - წერს გივიკო დიდია.