"შარშან ჩემმა შვილმა ეს კადრები რომ ნახა, აუცილებლად წამიყვანეო - ბოლოს მითხრა, ამდენი კეთილი ადამიანი ერთად არ მინახიაო" - რას ვიდეოს ავრცელებს სტეფანე?
სტეფე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს და წერს:
"წელსაც ესე გაგვაცილეს. შარშან ჩემმა შვილმა ეს კადრები რომ ნახა, აუცილებლად წამიყვანეო…გუშინ ეს ყველაფერი თავად ნახა, ბევრი ისრიალა, მაგარი საღამო გავატარეთ ყველამ და ბოლოს მითხრა, ამდენი კეთილი ადამიანი ერთად არ მინახიაო...და მართლაც ესეა. მთელი ბენდის სახელით უდიდესი მადლობა ასეთი მასპინძლობისთვის.ნამდვილი საოცრებაა გოდერძის უღელტეხილი", - წერს სტეფანე.