“საწოლიც არ მაქვს, 24 საათი ვზივარ, სიცივეში, ყინვასა და წვიმაში; პური ერთი კვირაა არ მიჭამია” - რა პირობებში ცხოვრობს 70 წლის დოდო კაკაბაძე?
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯაში მცხოვრები 70 წლის დოდო კაკაბაძე ახალ წელს არასაზეიმო განწყობით შეხვდა.
სახლს, სადაც ხანდაზმული ცხოვრობს, კარი არ აქვს, ფანჯრის მინები ჩამსხვრეულია, სახურავი ნახევრად არის გადახურული, კედლები დაბზარულია, იატაკი კი - ავარიული. წვიმის დროს სახლის ყველა ნაწილში წყალი თანაბრად ჩადის.
მოხუცს არც საწოლი აქვს და ღამით სკამზე მყოფი იძინებს.
მარტოხელა ქალი გვიყვება, რომ მის სადღესასწაულო სუფრაზე წყალში გახსნილი შაქარი, მჭადი და ტყემალი იყო.
მოხუცის ერთადერთი შემოსავალი პენსიაა, თუმცა ამ თანხას ის ბანკში სესხის პროცენტად იხდის.