loader

ვინ იყო ქართველი მამაკაცი, რომელიც მოსკოვში, სა­ხინ­კლე "თბი­ლი­სო­ში" მოკლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ იყო ქართველი მამაკაცი, რომელიც მოსკოვში, სა­ხინ­კლე "თბი­ლი­სო­ში" მოკლეს

მოსკოვში მოკლული ქართველი მზარეული სოსო ბერაიაა. მზარეულს სამი ჭრილობა დანით აქვს მიყენებული.

მოს­კო­ვის მახ­ლობ­ლად, რეს­ტო­რან "თბი­ლი­სო­ში“ მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ გარ­კვე­უ­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი. "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ მოკ­ლუ­ლი 51 წლის ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცის ახ­ლო­ბე­ლი ესა­უბ­რა, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­სა და ქარ­თველ მა­მა­კაცს უთან­ხმო­ე­ბა აქამ­დეც ჰქონ­დათ.

"სოსო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შეფ-მზა­რე­უ­ლად რეს­ტო­რან "თბი­ლი­სო­ში“ მუ­შა­ობ­და. მკვლე­ლიც მი­სი­ვე თა­ნამ­შრო­მე­ლია. უთან­ხმო­ე­ბა აქამ­დეც ჰქო­ნი­ათ. რო­გორც ვი­ცით, ქალი რეს­ტო­რან­ში იპა­რავ­და ნივ­თებს. როცა სოსო კი­თხუ­ლობ­და, თუ რა­ტომ იკარ­გე­ბო­და ახალ­შე­მო­ტა­ნი­ლი ჭურ­ჭე­ლი, ძი­რი­თა­დად ის ქალი უპი­რის­პირ­დე­ბო­და. სულ ჩხუ­ბი და კა­მა­თი ამის გამო ჰქო­ნი­ათ. ბოლო კა­მა­თი ამ ტრა­გე­დი­ით დას­რულ­და. რო­გორც მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, სო­სოც გა­წე­უ­ლა მკვლე­ლის­კენ და ალ­ბათ, მან თავ­დაც­ვის მიზ­ნით და­არ­ტყა დანა. არც ვიცი, რა ვთქვა. სულ სამი ჭრი­ლო­ბა აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი, ორი გულ-მკერ­დის არე­ში და ერთი კის­რის არე­ში, რაც სა­სიკ­ვდი­ლო აღ­მოჩ­ნდა. სოსო ად­გილ­ზე გარ­დაც­ვლი­ლა. უც­ნა­უ­რია, რომ მათ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში არ­ცერ­თი თა­ნამ­შრო­მე­ლი არ ჩა­რე­უ­ლა. სამი ადა­მი­ა­ნი უყუ­რებ­და ამ ყვე­ლა­ფერს და არ­ცერ­თს არ გას­ჩე­ნია სურ­ვი­ლი, რომ გა­მო­ეყ­ვა­ნათ და და­ემ­შვი­დე­ბი­ნათ სოსო, რათა ეს ყვე­ლა­ფე­რი ამ შე­დე­გით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო", - გა­ნა­ცხა­და მოკ­ლუ­ლი მა­მა­კა­ცის ახ­ლო­ბელ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, მოს­კო­ვის მახ­ლობ­ლად, რეს­ტო­რან "თბი­ლი­სო­ში“, ამა­ვე რეს­ტორ­ნის შეფ-მზა­რე­უ­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე მი­სი­ვე თა­ნამ­შრო­მელ­მა ქალ­მა ცივი ია­რა­ღით მოკ­ლა. მოკ­ლუ­ლი მა­მა­კა­ცი ხო­ბის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მკვიდ­რია. ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას მშობ­ლი­ურ სახ­ლში ორ დღე­ში ჩა­მო­ას­ვე­ნე­ბენ.

ავტორი: მაიკო ძაგანია