"მინდა ყურადღება გავამახვილო იმ ცვლილებებზე, რომლებიც 2023 წლიდან ამოქმედდება" - ფინანსთა მინისტრი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ბოლო 11 თვის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 10%-ით გაიზარდა და მოსალოდნელია, რომ 2023 წელს ეკონომიკური ზრდა ამ მაჩვენებელს შეინარჩუნებს.
როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში ინფლაციამ შემცირება დაიწყო. მისი თქმით, დეკემბრის თვეში ინფლაციის მაჩვენებელი 9.8% იყო.