“მას აწუხებს სხვადასხვა დისფუნქცია ზურგის ტვინზე, თავის ტვინზე, საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, ყველაზე მძიმე დიაგნოზია დემენცია, აქვს კრუნჩხვები“ - ამერიკელი ნევროლოგის ჩვენება სასამართლოდან
ამერიკელმა ნევროლომა ემანუელ ლახანმა სასამართლო პროცესზე პირდაპირ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი სერიოზულად არის ავად.
“მას აწუხებს სხვადასხვა დისფუნქცია ზურგის ტვინზე, თავის ტვინზე, საჭმლის მომნელებელ სისტემაზე. ყველაზე მძიმე დიაგნოზია დემენცია, რომელიც მას აქვს, ასევე - კრუნჩხვები. ასევე - ნერვული სისტემის დაზიანება, რომელიც ართულებს მისთვის სიარულს. ასევე - ხერხემლის სვეტის, კისრის მიდამოში, ზურგის ტვინის კომპრესია. ასევე აქვს პოსტტრავმული აშლილობა. მასთან დაკავშირებით ადგილი აქვს მრავლობითი არაშეუსაბამო მედიკამენტების დანიშვნას. ეს არის ყველაზე სერიოზული დიაგნოზები, რაც მას აღენიშნება. მას აქვს ასევე ქრონიკული დაავადებები, რომლებსაც შეუძლია მიგვიყვანონ უცაბედ სიკვდილამდე. სააკაშვილის დაავადებები არის ხელისშემშლელი სასჯელის მოხდაში", - განაცხადა ნევროლოგმა.