"წარსულს გადავხედე და აღმოვაჩინე, რომ თურმე უამრავი ადამიანი შემომეცალა" - რას წერს გივიკო დიდია?
ბლოგერი გივიკო დიდია სოციალურ ქსელში წერს:
წარსულს გადავხედე და აღმოვაჩინე , რომ თურმე უამრავი ადამიანი შემომეცალა .
ასე თავისთვის , ნელ-ნელა გაქრნენ .
რაღაცეებმა დროს ვერ გაუძლო ,
ვიღაცეებისთვის უფრო სხვა , მნიშვნელოვანი ადამიანები გამოჩნდნენ.
ადრე მწყინდა , ძალიან მწყინდა , მერე დავფიქრდი და მივხვდი რომ საწყენი სულაც არაა .
მერე რა მოხდა ადრე თუ სადღაც სიის თავში იდექი , დღეს უკვე ბოლოში არ ხარ.
ეს ხომ ცხოვრებაა? თუმცა, არიან ადამიანები, დრო რომ ვერაფერს უხერხებს.
დიდი ხნის წინ რომ რაღაც ამბავზე გაჩერდი და შეხვედრისთანავე ზუსტად იმ ამბით აგრძელებ საუბარს .
უბრალოდ კი არ ეკითხები, ან გეკითხება როგორ ხარ?
ლაპარაკობ და იცლები ბოლომდე . იცი რომ შენ წინ მჯდომი , სადაც არ უნდა იყოს, ვინც არ უნდა გახდეს მომავალში, ის მაინც ზუსტად ისეთი იქნება, ზუსტად ისე გააგრძელებ ლაპარაკს , სადაც გაჩერდი და იმისგან ზუსტად იგივე სითბო წამოვა.
არსებობენ ასეთი ადამიანები , ოღონდ ცოტა.
ასეთებს დრო მართლა ვერაფერს უშვრება.
ასეთებს გაფრთხილება, სითბო და სიყვარული სჭირდებათ," - წერს გივიკო დიდია.