იმერეთში ცოლ-ქმარი გარდაცვლილი ნახეს - რას აცხადებენ შსს-ში
იმერეთის ერთ-ერთ სოფელში ცოლ-ქმარი გარდაცვლილი ნახეს. ჩვენი ინფორმაციით, სავარაუდოდ,კაცმა ჯერ ცოლი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა. შემთხვევის ადგილზე ნივთმტკიცების სახით ამოღებულია მკვლელობის იარაღი, რომელიც გარდაცვლილ მამაკაცს ეკუთვნოდა.
როგორც შსს-ში გვითხრეს, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.