"ჩემთვისაც ლიზაა და არა გიორგი, მას ასე სურდა, და ასე იწოდა" - დედა სიდონია ლიზა ქისტაურის გარდაცვალებას ეხმაურება
ბელგიაში, ქართველი ტრანსგენდერის, ლიზა ქისტაურის გარდაცვალების დედა სიდონია სოციალურ ქსელში ეხმაურება:
"გვიან ვნახე ლიზა ქისტაურის ამბავი...
გული ჩამეგლიჯა რაღაცნაირად. მჯეროდა რომ გამოჩნდებოდა.
ხო, ჩემთვისაც ლიზაა და არა გიორგი, მას ასე სურდა, და ასე იწოდა", - წერს დედა სიდონია.
ლიზა ქისტაურის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.