ლოტკინის დასახლებაში ლიფტი ჩავარდა - დაშავებულია სამი ადამიანი
უბედური შემთხვევა თბილისში - ლოტკინის დასახლებაში ლიფტის ჩამოვარდნის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან სამი ადამიანი გამოიყვანეს.
ორი დაშავებული ალადაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი, მათი მდგომარეობა საყურადღებოა, ერთი პირი კი მძიმე დაზიანებებით საუნივერსიტეტო კლინიკაში შეიყვანეს. ექიმების თქმით, მდგომარეობა მძიმეა.
წყარო: "Tv პირველი"