რა სიტყვებით მიულოცა ვოლოდიმერ ზელენსკიმ უკრაინელებს შობა
უკრაინული ოჯახი ერთიანია როგორც არასდროს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მართლმადიდებლური შობის წინ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
“გულწრფელად ვულოცავ მილიონობით უკრაინულ ოჯახს, რომლებიც დღეს ერთად იკრიბებიან შობის ღამის გასატარებლად და პირველ ვარსკვლავთან შესახვედრად. იგი ქრისტეს შობას მოასწავებს. ეს არის ჰარმონიისა და ოჯახის ერთიანობის დღესასწაული.
ჩვენ ყველანი ერთად დიდი უკრაინული ოჯახი ვართ და სადაც არ უნდა ვიყოთ ახლა - სახლში, სამსახურში, სანგარში, გზაში, უკრაინაში თუ საზღვარგარეთ - ჩვენი ოჯახი ერთიანია, როგორც არასდროს. ერთიანია მისი გამარჯვების რწმენაში.
დაე, ჰარმონია მოვიდეს ყველა ოჯახში, კეთილდღეობა ყველა სახლში, გამარჯვება უკრაინულ მიწაზე და მასთან ერთად - მშვიდობა და კეთილდღეობა ათასობით წლის განმავლობაში. გაუფრთხილდით საკუთარ თავს, გაუფრთხილდით საკუთარ ოჯახებს, გაუფრთხილდით ჩვენს უკრაინას! ქრისტე იბადება! განადიდეთ იგი!” - თქვა ზელენსკიმ.